გაკვეთილის გეგმა


საგანი: ქართული, როგორც მეორე ენა
კლასი VI
მასწავლებელი  ლელა ბერაძე
თემა: პაატა პაპავა , ლელა ქისტაური ,,ფანქარი"
დრო: 1 საგაკვეთილო საათი
შესავალი
გაკვეთილის ამოცანები / სწავლის შედეგები
გაკვეთილის მიზანი
1. მოსწავლეებმა მოახერხონ ინფორმაციის კლასიფიკაცია და კატეგორიზება ცნების რუკის გამოყენებით
2. წაკითხული ტექსტის გაგება-გააზრება
3. გაიმდიდრონ ზოგადი ლექსიკური მარაგი
4. მიღებული ცოდნა და ინფორმაცია გამოიყენონ ზეპირ თუ წერით აქტივობებში
ცოდნა
უნარები
 გაეცნობიან საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.
 გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
 მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ წერით აქტივობებში.
მრავალი კუთხით გაიაზრებენ სიტყვას.

სწავლობენ ტექსტში მოცემული ინფორმაციის თვალსაჩინოდ ორგანიზებას.
შეაჯერებენ ძველ და ახალ ცოდნას და ასწორებენ შეცდომებს.
განუვითარდებათ შეკითხვის დასმისა და საკუთარი აზრის
ჩამოყალიბებისა და მსჯელობის უნარები
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი.
..VI.10. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ადაპტირებული თხრობითი ხასიათის სხვადსხვა ტიპის ტექსტის (მოთხრობა,
                   
ლიტერატურული ზღაპარი, ლეგენდა) წაკითხვა და გაგება.
                    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
                    ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს, აღწერს საგნებს, გარემოს.
..VI.13. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით კითხვის სტრატეგიების გამოყენება.
                    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                    - გაგების გასაადვილებლად იშველიებს არასიტყვიერ ელემენტებს (ტიპოგრაფიული მინიშნებები/მსხვილი, გადახრილი შრიფტი,
                       ხაზგასმა, სასვენი ნიშნები, ილუსრაცია, ლოგო და სხვა);
                    - პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს და არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
                    - კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
                    - ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდებს ტექსტის შინაარსის შესახებ.
..VI.28. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროცესში აქტიური ჩაბმა.
                    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
                    ავსებს თვითშეფასების სქემებს.
..VI.33. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, გუნდის წევრებთან და მეწყვილესთან თანამშრომლობა.
                    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
                    - კორექტულად აღნიშნავს დაშვებულ შეცდომებს;
                    - მეწყილესთან / გუნდის წევრებთან ერთად გადაჭრის დასმულ ამოცანას;
                    - თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში
მოსწავლეთა წინარე ცოდნის შეფასება
მასწავლებელი სვამს კითხვებს, მოსწავლეები კი იხსენებენ რა იციან ფანქარზე, როგორია, რამდენნაირია, რისთვისაა, სად უნახავთ?
გაკვეთილის გეგმა
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
ინდივიდუალური , წყვილები , მთელი კლასი
დაჯგუფების კრიტერიუმები:
ცოდნის ათვისების ხარისხისა და უნარის მიხედვით.
გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები / სტრატეგიები / აქტივობები
1. ჩამოთვლა - დაწყვილება - გაზიარება
2. ცნების რუკა
3. ტექსტის წაკითხვა მონიშვნებით
4. 3 -2 -1
სასწავლო მასალა
დაფა, ცარცი, მარკერი, ფურცელი, ფერადი წებოვანი ფურცლები, კალმები, ფანქრები, რვეულები,ტექსტი
გაკვეთილის მსვლელობა სამფაზიანი მოდელის მიხედვით
(წაკითხვამდე - კითხვის დროს - წაკითხვის შემდეგ)
I ფაზა
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფერად წებოვან ქაღალდებს და სთხოვს ინდივიდუალურად დაწერონ 3 რამ, რაც იციან ფანქრებზე (3 წუთი).
სამი წუთის შემდეგ, მასწავლებელი ეკითხება თუ დაასრულეს და წყვილებს სთხოვს გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი ჩამონათვალი და შეაჯერონ საკუთარი ნააზრევი.
მასწავლებელი წერს დაფაზე თითოეული წყვილის პასუხებს და ამის შემდეგ ადგენს ცნების რუკას, აქვე ახსენებს მის მნიშვნელობას. ამ რუკას მოსწავლეები თავიანთ რვეულებში გადაიხაზავენ.
II ფაზა
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ტექსტებს და უთანხმდება, წაიკითხონ მონიშვნებით: V - მსგავსი, უკვე ნაცნობი; O - ახალი ინფორმაცია;
! - ძალიან საინტერესო; ? - ვერ გავიგე.
მასწავლებელი დადის და მოსწავლეებს ეხმარება გაუგებარი ადგილების დაზუსტებაში.
III ფაზა
მასწავლებელი სვამს სხვადასხვა შეკითხვას და დაფაზე ამატებს მოსწავლეების მიწოდებულ, ტექსტიდან ამოკრეფილ ინფორმაციას, შემდეგ კი, ეს ახალი ინფორმაცია სხვა ფერის მარკერით გადააქვს ფორმატზე.
ამის მერე აძლევს დავალებას: 3 რამ, რაც ახალი იყო; 2 რამ, რამაც ყველაზე მეტად დააინტერესათ; 1 შეკითხვა, რომელიც გაუჩნდათ, ტექსტის წაკითხვის შემდეგ. შეუძლიათ იმუშაონ წყვილებში და გააკეთონ პრეზენტაცია.
მასწალებელი აძლევს საშინაო დავალებას - იფიქრეთ კითხვებზე, რომელიც გაგიჩნდათ და შექმენით ვენის დიაგრამა კალამსა და ფანქარზე.


 
შეფასება
განმავითარებელი შეფასების სქემა.
ნამუშევრებისა და პრეზენტაციების მიხედვით 3 - 2 - 1

Комментариев нет:

Отправить комментарий